19.04.2024
- Advertisement -spot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ნინოწმინდაში რაც ხდება, მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია

“ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია. პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პილიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში.” – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაზაფიძე და ნინოწმნდის ბავშვთა პანსიონში არსებულ პრობლემებს ეხმიანება.

ჯაფარიძის თქმით, “კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს.

სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი.

დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით” – წერს ჯაფარიძე.

ცნობისათვის, ნინოწმნდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის რწმუნებულებს სხალთელი მიტროპოლიტის, სპირიდონის მითითებით ამ დრომდე არ უშვებენ. გუშინ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img