19.04.2024
- Advertisement -spot_img

ზურაბ ჯაფარიძე – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყველანაირი ტიპის კარუსელი, ფაქტობრივად, არის გამორიცხული

ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, თვალყური ადევნოს არჩევნების დღეს თითოეული ბიულეტენის მოძრაობას, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ცესკოში მიმდინარე იმიტირებული არჩევნების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, შეუძლებელი იქნება ბიულეტენის უბნიდან გატანა ან ბიულეტენების ჩაყრა, რადგან ნებისმიერ ასეთ რაღაცას სისტემა აწითლებს.

„თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამას საჯაროდ გაუშვებს და დასამალი არაფერი არ არის, ჩემი აზრით, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, თვალყური ადევნოს არჩევნების დღეს თითოეული ბიულეტენის მოძრაობას. შეუძლებელია ბიულეტენის უბნიდან გატანა ან ბიულეტენების ჩაყრა, რადგან ნებისმიერ ასეთ რაღაცას სისტემა აწითლებს ეგრევე და ძალიან ნათელი ხდება, შესაბამისად, ყველანაირი ტიპის კარუსელი, ფაქტობრივად, არის გამორიცხული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ეს სისტემა დაინერგება, არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლებლობა იქნება გამორიცხული, მაგრამ შიგნით რაც იქნება, უბნებიდან ოლქებში და ოლქიდან ცესკომდე – აქ პრაქტიკულად იქნება გამორიცხული. დაშინებას, შანტაჟს, მოსყიდვას და მსგავს რაღაცებს, ცხადია, ეს სისტემები ვერ გამორიცხავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ სისტემების დანერგვა, ჩემი აზრით, მთელ ქვეყანაში უკვე ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, არც ფინანსების თვალსაზრისით, არც ტრენინგების კუთხით არაფერი განსაკუთრებული არ არის. დაფინანსება სჭირდება და ეს არ ჯდება ძალიან ძვირი. ამის დატესტვა კიდევ შეიძლება რამდენჯერმე. ოქტომბრამდე ბევრი დროა, პლანშეტებია საყიდელი, რომლის რაღაც ნაწილი არის და ნაწილის შეძენაა საჭირო, ტექნიკური აღჭურვა არ არის რაღაც განსაკუთრებული საჭირო და კომისიის წევრებმა არსებულ პროცედურებში უნდა ჩაამატონ უბრალოდ ორი თუ სამი ახალი პროცედურა, დანარჩენი იგივე რჩება. მაქსიმალურად არის გამარტივებული, რომ არ იყოს ზედმეტად რთული, შესაბამისად, ყველაფერი მოსწრებადია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img