24.11.2024

ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით გადაკეტა, ტერიტორია ევაკუატორის გამოყენებით დაატოვებინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ აქცია-პერფორმანსი გამართა.

პერფორმანსის ფარგლებში, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს. ზურაბ ჯაფარიძე მანქანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის პროცესში ავტომობილში იმყოფებოდა.

უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.

ზურაბ ჯაფარიძე ითხოვს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამასთან ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

ცნობისთვის, მსგავის ტიპის აქცია-პერფორმანსი რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელის ჩაკეტვას ცდილობენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img