23.11.2024

ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

საინფორმაციო სააგენტო Interpressnews-ის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, კიდევ ერთი დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი კი, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, თელავის რაიონული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. 

ზურაბ ზვიადაური მკვლელობის გამო, 17 ივლისს დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა ძმის, ზვიად ზვიადაურის მკვლელს ესროლა. ზვიად ზვიადაური ორ მეგობართან ერთად თელავში 16 ივლისს, ღამით მოკლეს. სწორედ ამ დაპირისპირების დროს ესროლა ზურაბ ზვიადაურმა  1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს. ზვიადაურს ბრალი 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობითვის წარუდგინეს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

ადვოკატის თქმით, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით, ზვიადაურმა “რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img