29.03.2024
- Advertisement -spot_img

ზურაბიშვილი: “დიდხანს ვიფიქრე რა სიტყვა გამომეყენებინა ისეთი, რაც მიახლოებით მაინც აღწერდა იმ სიბრიყვის, უსინდისობის და ანტისახელმწიფოებრიობის ველურ ნაზავს…”

მიუხედავად იმისა, რომ ველოდი პარტიის ოფისის შტურმს (ღარიბაშვილის დანიშვნის მერე ეს ცხადზე უცხადესი იყო. პრინციპში ამისთვისაც დაინიშნა), უკვე პოსტ ფაქტუმ დიდხანს ვიფიქრე რა სიტყვა გამომეყენებინა ისეთი, რაც მიახლოებით მაინც აღწერდა იმ სიბრიყვის, უსინდისობის და ანტისახელმწიფოებრიობის ველურ ნაზავს, რაც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ჩაატარა, მაგრამ ამაოდ. ასეთი სიტყვა უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში. შედეგების თვალსაზრისით კი:

ა) პოლარიზაციამ მიაღწია უკიდურეს ნიშნულს. ყოველგვარი დიალოგის და პოლიტიკური შეთანხმების რესურსი ამოწურულია. ახლა ან ხელისუფლებას მოტყდება რქები და ჩამოიშლება, ან გაფორმდება აშკარა და დაუფარავი ავტორიტარიზმი. უფრო რეალური მეორე ვარიანტია.

საქართველოს იმიჯს მიადგა უდიდესი ზიანი, რაც არაა მხოლოდ იმიჯის ამბავი. ქვეყანა იღებს ძალიან სერიოზულ ფინანსურ დახმარებას დასავლეთიდან და ახლა უნდა ველოდოთ სანქციებს

ბ) საქართველოს იმიჯს მიადგა უდიდესი ზიანი, რაც არაა მხოლოდ იმიჯის ამბავი. ქვეყანა იღებს ძალიან სერიოზულ ფინანსურ დახმარებას დასავლეთიდან და ახლა უნდა ველოდოთ სანქციებს, რაც გამოიწვევს სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას და თითოეულ მოქალაქეს დაარტყამს. ევროკავშირის წევრობზე განაცხადი კი არა, სადაც ვართ იქიდან თუ არ გამოგვაგდეს ცოტა ხანში, კიდევ მადლობა ვთქვათ.

პოლარიზაციამ მიაღწია უკიდურეს ნიშნულს. ყოველგვარი დიალოგის და პოლიტიკური შეთანხმების რესურსი ამოწურულია. ახლა ან ხელისუფლებას მოტყდება რქები და ჩამოიშლება, ან გაფორმდება აშკარა და დაუფარავი ავტორიტარიზმი. უფრო რეალური მეორე ვარიანტია

გ) ერთადერთი ქვეყანა, ვინც ყველაფერ ამით იხეირებს, არის რუსეთი, რამდენადაც ევროპისგან და დასავლეთისგან დაშორება ავტომატურად იწვევს რუსულ პოლიტიკურ ორბიტასთან დაახლოებას და რუსული გავლენების ზრდას.

შესაბამისად გაიზრდება ყველა ჯურის პრორუსის, ფაშისტის, ქსენოფობის და რეტროგრადის კუთრი წონა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე. მოკლედ, ყველაფერი არის ცუდად და იქნება კიდევ უარესად. სიტუციიდან გამოსავლის შანსი შეიძლება იყოს დასავლეთის გაძლიერებული ზეწოლა პირადად ბიძინა ივანიშვილზე. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი სწორედ მისი პირდაპირი და უშუალო ბრძანებით ხდება და ის არსად არ წასულა. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ამბავი არც ხელისუფლებისთვის დამთავრდება კარგად. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ მათთვისაც ძალიან ცუდად დამთავრდება, მაგრამ მანამდე საკმაოდ მძიმე დღეები გველის, შეიძლება მას შემდეგაც.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img