დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას სამხედრო გემების შესაძენად 1.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოუყო. თანხის გამოყოფა ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში მოხდა, რომლის რატიფიცირებაც უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს მოახდინა.
ხსენებულ თანხას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განაგებს და სამხედრო საჭიროებებზე დახარჯავს, მათ შორის შეისყიდის ორ ნაღმსაწინააღმდეგო გემს.
ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში მომსახურებას უკრაინას გაუწევენ ბრიტანელი სპეციალისტები, გემების და რაკეტების აშენება, ტექნიკური დახმარება და კონსულტირება ასევე იქნება უზრუნველყოფილი მათ მიერ.