18 წელი ვარდების რევოლუციიდან – რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა.
ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეობის მისაღებად, მოქალაქეების ნაწილმა, ვარდებით ხელში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, ნაწილმა კი, თავისუფლების მოედნიდან.
სიმბოლური აქციის ორგანიზატორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გახლდათ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, შსს-ს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის თხოვნით მიმართეს, თუმცა, უწყებამ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა – ჯაჭვი მანქანების მოძრაობის ფონზე შეიკრა.