1990 წლის 20 იანვარს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საბჭოთა არმია შეიჭრა და დაიწყო უმისამართო სროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 147 და დაიჭრა 800 ადამიანი.საბჭოთა ტანკებმა გაჭყლიტეს მსუბუქი ავტომობილები, სასწრაფო დახმარების მანქანები, დაცხრილეს ავტობუსები, ესროდნენ გაქცეულ მშვიდობიან მოქალაქეებს, ქალებს, ბავშვებს. ეს დღე აზერბაიჯანის ისტორიაში შევიდა “შავი იანვრის” სახელით.