20 ივნისს დაზარალებულები, “გავრილოვის ღამიდან” 2 წლის შემდეგ პარლამენტთან აქციას გამართავენ. აქცია 18:00-ზეა ჩანიშნული და სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
“ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით კოლაბორაციონიზმს და არ ვეგუებით ამნისტიას, რომელიც არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვინც ხართ 20 ივნისის აქტივისტები, ვისაც გსურთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა კოლაბორაციონისტებსა და ოკუპანტებს, შევიკრიბოთ რუსთაველზე”.- ამბობს აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი.