აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს ურნით ნაგავი თავზე დააყარეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს მოძრაობა „ალტერნატივა“ ავრცელებს.
„ნაგვის ყუთში ჩაგდებას, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრა ვამჯობინეთ (წნევიანი კაცია მაინც) . ყველა მოღალატეს იგივე ბედი ელის. ის ვინც ქართველ ხალხს უღალატებს და საკუთარი კეთილდღეობისთვის კომფორტს ამჯობინებს, საკადრის პასუხსაც მიიღებს ქართველი ხალხისგან“, – აცხადებს „ალტერნატივა“.
ირაკლი ჩავლეიშვილი , გაერთიანებული ოპოზიციის, სიით მე 5 ნომერი რესპუბლიკური პარტიიდან , უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი, იყო რომელიც მიუხედავად ოპოზიციის ერთიანობისა , მაინც შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში, თუმცა ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3a1g5PQ