22.11.2024

2021 წელს საგარეო ვაჭრობამ $14.3 მლრდ შეადგინა, ექსპორტი 26.9%-ით, იმპორტი 25.1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6%-ით მეტია. 

2021 წელს საქართველოს ექსპორტმა 4.24 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 26.9%-ით მეტია 2020 წლის ექსპორტის მაჩვენებელზე, იმპორტი კი გასულ წელს 10.07 მილიარდი დოლარი იყო, რაც 25.1%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს 5.83 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია. 

საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა ეკონომიკის გააქტიურებასა და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის აღდგენაზე მიუთითებს. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img