საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი შესრულდა.
წელს ჰიმნი ბავშვთა კაპელამ შეასრულა, 120-მდე ბავშვის შემადგენლობით. წვევამდელებმა საზეიმოდ ფიცი უკვე დადეს. ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.
რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, სადაც სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. დღესასწაული გალა კონცერტით დაიხურება, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდება. წლევანდელი 26 მაისის მთავარი გზავნილია „ევროპისკენ“.