პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ისინი უკრაინის პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდნენ.
“აქ, ომით განადგურებულ კიევში ისტორია იწერება. სწორედ აქ ებრძვის თავისუფლება ტირანიას. სწორედ აქ დგას ჩვენი ყველას მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია თავისი მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს. ჩვენ დღეს კიევში ეს მისიჯი მივიტანეთ”. – დაწერა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუს მორავეცკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს მადლობა გადაუხადა ძლიერი მხარდაჭერისთვის.
„პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელო, მატეუშ მორავიეცკი, ვიცე-პრემიერო იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრო პეტრ ფიალა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრო იანეზ იანშა, თქვენი კიევში ვიზიტი უკრაინისთვის ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია, ამას ძალიან ვაფასებთ,“- განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის დაწყების წინ.
შეგახსენებთ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში დღეს ჩავიდნენ. მედიის ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერები აპირებენ, უკრაინის მხარდაჭერის ფართო პაკეტის წარდგენას სიმბოლური მოგზაურობის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს, ევროპული სოლიდარობის გამოხატვას, უკრაინელი ხალხის მიმართ.