საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ისინი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ, არ შეუერთდა.
განცხადებას წელს აწერს: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარეს უკრაინას, რომელიც რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად უჩივის, რომელიც ცდილობს დაადგინოს, რომ რუსეთს უკრაინაში გენოციდის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე შეჭრის უფლება არ აქვს.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაში, დროებითი ზომების შესახებ, დაავალა”. – ნათქვამია ევროპული კომისიის გვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.