22.11.2024

თეა წულუკიანი – ცხოვრება ცინიზმის გარეშე ძალიან ძნელია

პოლიტიკოსისთვის ცინიზმი რამდენად მომგებიანია, არ ვიცი, მაგრამ ცხოვრება ამის გარეშე ძალიან ძნელია, – ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, იუმორი ბოძებული ნიჭია, რაც ალბათ, არ აქვს, მაგრამ „ეს არის უფრო“ ცინიზმი და იმედოვნებს, რომ მისი ხუმრობა თუ ცინიზმი ადამიანებს მძიმე განცდებში არ აგდებს.

„მე ჩემ თავთანაც ძალიან დიდი ცინიკოსი ვარ და ჩემმა ოჯახის წევრებმა ეს იციან. მაგალითებიც შემიძლია გითხრათ, ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ ჩემი ცინიზმის მსხვერპლია უსამართლოდ. მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად. ვცდილობ, საკუთარ თავს გარედან შევხედო და ახლობლებს ბევრჯერ უსაყვედურიათ – ნუ იცი ხოლმე ასე შენი თავის დაცინვა, დაკნინება არ ვარგა. ამ დროს ვეუბნები, რომ რატომაც არ ვარგა. მუდმივად სერიოზულად თუ შეხედე საკუთარ თავს, შეიძლება ძალიან დიდ უბედურებაში გაეხვე. ფრანგულში არის ასეთი გამოთქმა, ვიღაცაზე რომ მკითხავენ, როგორი ადამიანია, თუ გიპასუხეს, რომ „ო, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც თავს სერიოზულად აღიქვამს“, ეს ძალიან ცუდი დახასიათებაა ფრანგებისთვის. იუმორის ნიჭი ბოძებული ნიჭია და მე ეს დიდად, ალბათ, არ მაქვს, მაგრამ ეს არის უფრო ცინიზმი. მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ხუმრობა თუ ცინიზმი ადამიანებს მძიმე განცდებში არ აგდებს, რადგან ეს არ არის ჩემი მიზანი“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედთან” და დასძინა, რომ არ ჰგონია, რომ მისი ვინმეს ეშინოდეს. „გეშინია იმის, ვისაგანც შეიძლება, ელოდე ცუდ საქციელს“.

ამასთან წულუკიანის თქმით, ძალიან მორწმუნეა და ეამაყება, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია და “ზემოდან დახმარების გარეშე”, ის “ერთი ქათმის წონა ქალი” ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა.

“ეს არის რწმენა, რომელიც ბევრ რამეში მეხმარება, ხელს მიწყობს, რადგან რაც არ უნდა ვიძახო, რომ მყარი ფსიქიკა მაქვს, შინაგანად სიმტკიცე მაქვს, სწორად აღმზარდეს, რომ უნდა იბრძოლო ცხოვრებაში და არ უნდა იყო ხელებჩამოშვებული, რა თქმა უნდა, ზემოდან დახმარების გარეშე, მწამს, რომ ამ ყველაფერს მე, ერთი ადამიანი, ეს ერთი ქათმის წონა ქალი, ვერ შევძლებდი. ამას ხშირად ვამბობ“, – განაცხადა წულუკიანმა “იმედის” ეთერში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img