საფრანგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 18 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – „ევრონისუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა განაცხადა.
„მხოლოდ 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების 18 000 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ერთი კვირის წინ 7 000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ წინა კვირასთან შედარებით ვირუსის გავრცელების 150% -იანი ზრდა გვაქვს, ეს არასდროს მოგვსვლია, არც კოვიდის თავდაპირველად დაფიქსირებული შტამით, არც ბრიტანულით, არც სამხრეთ აფრიკულით და არც ბრაზილიურით,”- აღნიშნა ოლივერ ვერანმა.
მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.