დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც მაისში, პიკის დროს და ნოემბრის დასაწყისში გვქონდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალსიტებს განუცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ასე გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბჭოში რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციით შევა.
„ამიტომ, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ და დავიცვათ რეკომენდაციები, პირველ რიგში კი გამოვიყენოთ პირბადე ყველა დახურულ შენობაში – მოეშვა ხალხი. ასევე, შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, სადაც ვიკრიბებით 5-6 ადამიანი, ყველას უნდა გვეკეთოს პირბადე და მთავარი, ყველა წავიდეთ და ავიცრათ! ქვეყანაში არის ვაქცინების საკმარისი რაოდენობა და იქნება კიდევ მეტი ოდენობა, რომ დღეში 15-20 ათასი ადამიანი აიცრას, ამიტომ ყველა უნდა წავიდეთ და ავიცრათ!
ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოდუნდა, ამიტომ, მესმის, შევდივარ მდგომარეობაში, ზაფხულია, ყველას უნდა გარეთ ყოფნა, სიარული, რესტორანში დაჯდომა, მეორე მხრივ, 26 ადამიანი მოკვდა 24 საათის განმავლობაში. უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარულები. თუ ასე გაგრძელდა გაუარესება, დაავადება კონტროლის ცენტრი შევა საბჭოში რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების რეკომენდაციით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.