პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და პროფესიონალი წევრები ვერც 90-ხმიანი კვორუმით აირჩია.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები 3/5-იანი კვორუმით ჩატარებულ, რიგით მესამე კენჭისყრაზეც ჩავარდა.
ამასთან, კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, ცნობილია, ვის აირჩევს მმართველი გუნდი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ესენი არიან: – გიორგი კალანდარიშვილი, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.
დღევანდელი კენჭისყრის შედგები კი ასეთია:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები:
გიორგი კალანდარიშვილი 81- მომხრე, 7 – წინააღმდეგი;
გიორგი სანტურიანი 3 – მომხრე, 8 – წინააღმდეგი;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პირველ ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:
გია ცაცაშვილი 77 – მომხრე, 7 – წინააღმდეგი;
ლელა ტარიული 17 – მომხრე, არცერთი წინააღმდეგი;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრიბის მეორე ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:
თამარ სართანია 14 – მომხრე, 5 – წინააღმდეგი;
მაია ზარიძე 78 – მომხრე, 5 – წინააღმდეგი;
მომდევნო კვირას აღნიშნულ კანდიდატურებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება კენჭი.
76-ხმიანი კვორუმით არჩევის გამო, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.