23.11.2024

ოლიმპიადაზე მწვრთნელმა არგენტინელ მოფარიკავეს ხელი ინტერვიუს დროს სთხოვა

არგენტინელ მოფარიკავეს მარია პერეს მორისს თავისმა მწვრთნელმა ხელი ოლიმპიადაზე, ინტერვიუს დროს სთხოვა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პერეს მორისი თავის მწვრთნელს, ლუკას გილიერმო საუსედოს უკვე 17 წელია ხვდება. პირველად საუსედომ მას ცოლობა 11 წლის წინ სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

საყვარელი ქალისგან თანხმობის მიღება მწვრთნელმა ამჯერად ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სცადა.

მარია მარცხის შემდეგ ინტერვიუს აძლევდა, საუსედო კი მის უკან დადგა, ხელში კი ქაღალდი დაიჭირა წარწერით: „გამომყვები ცოლად? გთხოვ!“

თავიდან სპორტსმენი ვერაფერს ამჩნევდა, შემდეგ კი მობრუნდა. ამჯერად მწვრთნელის მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. პერეს მორისმა მის წინადადებას თანხმობით უპასუხა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img