25.11.2024

პირველი ოქრო – ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური (90 კგ) ოლიმპიური ჩემპიონია. 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გერმანელი ძიუდოისტი, ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. 

ტირპელთან შეხვედრამდე, ნახევარფინალში ბექაურმა ევროპის 2 გზის ჩემპიონი, რუსი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა, რომელთანაც 2021 წლის მასტერსის ნახევარფინალი ჰქონდა წაგებული. იგოლნიკოვმა მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ნიკოლოზ შერაზადაშვილს მოუგო, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს.

ნახევარფინალამდე კი ბექაურმა პოლონელი პიოტრ კუჩერა, ისრაელის ნაკრების წარმომადგენელი – ლი კოჩმანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მსაჯებმა უზბეკი დავლატ ბობონოვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ბობონოვი მოგვიანებით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ბექაურის მეტოქემ, ედუარდ ტრიპელმა ოლიმპიადაზე 2 გზის მსოფლიო ჩემპიონი, სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა, მოუგო სამხრეთკორეელ დონ-ჰან გვაკს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორ უნგრელ კრისტიან ტოტს, ნახევარფინალში კი ევროპის 2019 წლის ჩემპიონი მიჰაილ ზგანკი დაამარცხა და ტურნირის მთავარ სენსაციად იქცა. ბექაური და ტრიპელი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

საერთო ჯამში, მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს 3 მედალი აქვს მოპოვებული, 1 ოქროს და 2 ვერცხლის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img