24.11.2024

გიორგი მარგველაშვილი – საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ბოლო ორი წელია დაკავებულია ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, გრძელდება

საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ბოლო ორი წელია დაკავებულია ქართული ოცნება და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი, გრძელდება – ქმის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “მთავარ არხთან” განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნების მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეს პირადად შარლ მიშელის ავტორიტეტზე, მის პოლიტიკურ წონაზე სერიოზული დარტყმაა.

“საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ბოლო ორი წელია დაკავებულია ქართული ოცნება და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი, გრძელდება. ეს უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

რა თქმა უნდა, ეს პირადად შალრ მიშელის ავტორიტეტზე, მის პოლიტიკურ წონაზე სერიოზული დარტყმაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა დავინახოთ ქართველებმა, აი, ამას თუ გავატარებთ მშვიდად და წყანარად, რაღაც პოლიტიკურ განმარტებებს მივცემთ, ხვალ და ზეგ რომ ჩაგიწერონ კოსნტიტუციაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პირი, რომელიც პიარადად ასახელებს პრემიერებს, ეს აღარ უნდა გაგვიკვირდეს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img