Jobs.ge-მ, სადაც ყოველდღიურად ასობით განცხადებები ქვეყნდება ვაკანსიების შესახებ, უარი განაცხადა გამოექვეყნებინა “ალტ-ინფოს” ვაკანსია. ამის შესახებ Jobs.ge-ს დამფუძნებელი ლექსო ხუბულავა სოციაურ ქსელ “ფეისბუკზე” წერს. მან ასევე გამოაქვეყნა პასუხი, რომელიც “ალტ-ინფოს” ვაკანსიის გამოქვეყნებაზე მისწერა. ხუბულავა ამბობს, რომ უარის თქმის მიზეზი “ალტ-ინფოს” ძალადობრივი პოლიტიკაა.
„გაცნობებთ, რომ ჩვენ არ ვემსახურებით ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ძალადობის პროპაგანდას უმცირესობების წინააღმდეგ და არღვევენ ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს“.