24.11.2024

საფრანგეთმა 12-17 წლის მოზარდებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებზე Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა leParisien წერს.

23 ივლისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის მოზარდებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

7 ივნისს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ ევროპის წამლის სააგენტოს თავისი ვაქცინის მოზარდებში გამოყენების დაშვების თხოვნით მიმართა.

მაისის ბოლოს Moderna-მ 12-დან 17 წლამდე ასაკის 3 700-ზე მეტ პირზე კლინიკური კვლევების სრული შედეგები გამოაქვეყნა.

„ჩვენ გამხნევებულნი ვართ იმით, რომ Moderna-ს ვაქცინა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა მოზარდებში ვირუსის პრევენციის კუთხით“, – აღნიშნა კომპანია Moderna-ს ხელმძღვანელმა, სტივენ ბანსელმა.

28 მაისს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.

31 მაისს კი ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img