28.11.2024

ლაშა ბექაურის რთული გზა ოლიმპიურ ჩემპიონობამდე – “ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ… გირები რომ არ გვქონდა, ქვებით გვიწევდა ვარჯიში”

21 წლის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბე­ქა­უ­რი სო­ფელ არ­ხი­ლოს­კა­ლო­და­ნაა. 6 წლის იყო, როცა ძიუდოში დაიწყო ვარჯიში. დარ­ბა­ზი, სა­დაც ვარ­ჯი­შობ­დნენ, დღეს დან­გრე­ვის პი­რა­საა, თუმ­ცა არც თხუთმეტი წლის წინ იყო კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი – მე­ო­რა­დი ლე­ი­ბე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რი სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რის გა­რე­შე.

ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, “პოსტ ფაქტუმთან” ინტერვიუში ლაშამ ბავშვობის წლების გახსენებისას იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლების გადალახვაც მოუწია და არც ისე მარტივი იყო:

“ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ… გი­რე­ბი და ჰან­ტე­ლე­ბი რომ არ გვქონ­და, ქვე­ბით გვი­წევ­და ვარ­ჯი­ში. მან­ქა­ნის ძველ სა­ბუ­რა­ვებს გა­მო­ვი­ბამ­დით ქა­მარ­ზე და ისე დავ­რბო­დით, ერ­თმა­ნეთს ვე­ჯიბ­რე­ბო­დით… ჩემი სახ­ლი­დან ამ დარ­ბა­ზამ­დე, 13 კი­ლო­მეტ­რი იყო და ბი­ჭე­ბი ფე­ხით დავ­დი­ო­დით ამ მან­ძილს, ამ­ხე­ლა გზა­ზე სი­ა­რუ­ლი პა­ტა­რა ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო…”

დღეს, 21 წლის ლაშა ბე­ქა­უ­რი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნია. ქართველმა ძიუდოისტმა ფი­ნალ­ში გერ­მა­ნე­ლი მე­ტო­ქე, ედუ­არდ ტრი­პე­ლი და­ა­მარ­ცხა. ლაშა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში რუს მე­ტო­ქეს და­უ­პი­რის­პირ­და და სწო­რედ მას­თან გა­მარ­ჯვე­ბით მო­ი­პო­ვა ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი.

“ახლა წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს. მინდა მივულოცო ეს გამარჯვება მთლიანად საქართველოს. ვიცი, რომ სამშობლო და ჩემი ხალხი ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით. ამიტომ ვიბრძოლე დღეს სამშობლოსთვის და დამიფასდა ეს შრომა, ეს ბრძოლა. გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და ავიხდინე ეს დიდი ოცნება. ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ, ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ჩვენმა ექიმებმა და ამისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მიყვარხართ მთლიანად საქართველო და ჩემი ხალხი”, – აღნიშნა ჩემპიონმაგამარჯვების შემდეგ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img