საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა – ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 5 768-ს შეადგენს.
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევა.
ჩატარდა 41 684 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 712 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 972 PCR ტესტით.
28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.73% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.0%.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 450026 აცრა.