24.11.2024

პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას 40 წლის საქორწინო ტორტის ნაჭერი აუქციონზე ისევ გაიყიდება

პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას 40 წლის საქორწინო ტორტის ნაჭერი აუქციონზე ისევ გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საწყისი ფასი 500 გირვანქა სტერლინგი იქნება.

ტორტის ნაჭერი თავდაპირველად სამეფო ოჯახის წევრს, მოირა სმიტს გადაეცა, რომელმაც საკონდიტრო ნაწარმი შესანიშნავ მდგომარეობაში შეინარჩუნა.

ტორტის ნაჭერს ის თუნუქის ქილაში ინახავდა, რომელზეც არის წარწერა “გაუფრთხილდით – პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას საქორწილო ტორტი” და თარიღი – 1981 წლის 27 ივლისი.

სამეფო წყვილის საქორწილო ტორტის ნაჭერი, 2015 წელსაც გაიყიდა აუქციონზე. 34 წლის ხილის ტორტის ნაჭერი, პრინცესა დიანასა და პრინც ჩარლზის ქორწილიდან, წინა აუქციონზე 1375 დოლარად გაიყიდა.

ტორტის ნაჭერი კოლექციონერმა სემ ჰელერმა შეიძინა. „მზად ვარ გადავიხადო დიდი თანხა, რათა გასული საუკუნის ყველაზე ცნობილი ქორწილის ისტორიის საკუთარი ნაჭერი მქონდეს“, – აცხადებდა სემ ჰელერი.

1981 წლის დესერტი, რომელიც დევიდ ეივირიმ შექმნა, ლოტის სახით ამჯერად აუქციონზე 11 აგვისტოს გაიყიდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img