24.11.2024

აკაკი ზოიძე – ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო უნდა იყოს

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო უნდა იყოს.

როგორც მან “ბიზნეს ფორმულას” ეთერში აღნიშნა, თუ ექიმები გააპროტესტებენ სავალდებულო ვაქცინაციას, მაშინ მათ საკუთარი ხარჯით, კვირაში ორჯერ ტესტი უნდა გაიკეთონ.

“7 ათასამდე ადამიანი სრულად აიცრა და ეს ალბათ ის არის, ვინც ნამდვილი ექიმები არიან. ექიმი, რომელიც არ აიცრება და მას აქვს ურთიერთობა პაციენტთან, ჩემი აზრით, გზააბნეულია პროფესიაში. მას არ უნდა აერჩია ექიმობა. სამედიცინო პერსონალისთვის უკვე წლების განმავლობაში სავალდებულოა, აიცრან გრიპის ვაქცინით როცა გრიპის სეზონია. ამ თემაზე დისკუსია მოგისმენიათ საერთოდ, ვინმეს გაუპროტესტებია? ლოგიკურია, პაციენტი რომ მოვა შენთან არ უნდა გადასდო, მნიშვნელობა არ აქვს გრიპი იქნება თუ კოვიდი. ამიტომ, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალისთვის უნდა იყოს [სავალდებულო] და თუ არ აიცრებიან, მაშინ ყოველკვირეულად ტესტი უნდა გაიკეთონ, ოღონდ საკუთარი ხარჯით”,- აცხადებს ზოიძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img