24.11.2024

საქართველოში კორონავირუსის 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 25 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 712 ახალი დადასტურებული შემთხვევა და კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 793 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.59% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.09 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 561 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 381 246-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარა – 419, იმერეთი – 273, ქვემო ქართლი – 149, შიდა ქართლი – 102, გურია – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 142, კახეთი – 175, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img