25.11.2024

ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგიული რეაქციების კასკადი, რომელსაც ვაქცინის ჩანაცვლებითი დოზირება სჭირდება, საქართველოში ძალიან ცოტაა, ასეთი სულ 2-3 ადამიანია

ალერგოლოგ – იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ვაქცინის ჩანაცვლება მეორე დოზაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირველ დოზაზე პაციენტს მწვავე სისტემური ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდება.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ასეთი ალერგიული რეაქცია საქართველოში მხოლოდ 2-3 ადამიანს აღენიშნა. რაც შეეხება თრომბოემბოლიურ გართულებას, მსგავსი შემთხვევა მისი ინფორმაციით ქვეყანაში არ ფიქსირდება, თუმცა, ვაქცინის ჩანაცვლება მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთ მოვლენას ადგილი ექნება.

„ალერგიული რეაქციების კასკადი, რომელსაც ჩანაცვლებითი დოზირება სჭირდება ძალიან ცოტაა, ასეთი არის სულ 2-3 ადამიანი. გვერდითი მოვლენების რაოდენობა ძალიან ცოტაა და მინიმალური. რაც შეეხება გადაწყვეტილებას როგორ ვიღებთ ვაქცინების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ამას იხილავს იშგამის კომიტეტი, სადაც შედის ბევრი დარგობრივი ექიმი, მათ შორის ალერგოლოგები. ერთ-ერთი წევრი მეც გახლავართ ამ კომიტეტის“, – განაცხადა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, თუ პირველ ვაქცინაციაზე ადამიანს გვერდითი რეაქცია განუვითარდება, იგივე სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება.

„ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა, მაგალითად, თუ რეაქცია არის „ფაიზერზე“, შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა ან „ასტრაზენეკა“, თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ „ფაიზერი“ ან „ასტრაზენეკა“. საუბარია მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარებაზე – ანაფილაქსიურ შოკზე, სხვა შემთხვევაში არ ნაცვლდება. ჩვენთან არ დაფიქსირებულა საბედნიეროდ, მაგრამ თუ მოხდა თრომბოემბოლიური გართულება „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე, აქაც ვერ მოხდება იგივე დოზის ადმინისტრირება და განიხილება ალტერნატიული დოზა. თრომბოემბოლიური მოვლენა არ დაფიქსირებულა, ალერგიაზე იყო 2-3 შემთხვევა, რომელზეც საბოლოო დასკვნას დოკუმენტურად გავაფორმებთ და ამ პაციენტებს, მკურნალ ექიმს და დაწესებულებებს უშუალოდ გადავუგზავნით“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img