25.11.2024

აუდიტის სამსახური – ბოლო 3 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“, პარტია “საქართველოსთვის” და „ლელომ“ მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ მაისიდან დღემდე, შემოწირულობის სახით 230 ათასი ლარი მიიღო. პარტიას ყველაზე მეტი 50 ათასი ლარი ლევან ჭიკაძემ შესწირა.

სამ თვეში შემოწირულობების ოდენობით მეორე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არის. მას ჯამში, 219 516 ლარი 48 შემომწირველმა გადაურიცხა.

პარტიის შემომწირველებს შორის არიან დეპუტატები: ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე, გიორგი ხოჯევანიშილის და ბექა ლილუაშვილი, პარტიის პრესსამსახურის უფროსი სოფო მდინარაძე და პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პარტია, „ლელო საქართველოსთვის“ მაისიდან ივლისის ჩათვლით თანხა ორმა შემომწირველმა ჩაურიცხა. მათ შორის, ერთმა ნიკა ხაზარაძემ ტრანზაქცია 4-ჯერ განახორციელა. ჯამში, სამი თვის განმავლობაში პარტიამ შემოწირულობის სახით 33 030 ლარი მიიღო და მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობას“, პარტიამ მაისიდან დღემდე, შემოწირულობის სახით 26 660 ლარი მიიღო. მათ შორის, პარტიას ყველაზე მეტი 17 ათასი ლარი ბესარიონ ქამადაძემ შესწირა.

რაც შეეხება კიდევ ორ საპარლამენტო ძალას, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „მოქალაქეებს“, აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წელს შემოწირულობა არ უფიქსირდებათ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img