25.11.2024

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი – რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მეორე ტური იქნება თუ არა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, ჯერ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი და შესაბამისად, დრო ძალიან ბევრია, აქედან გამომდინარე დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება მეორე ტურთან დაკავშირებით, არასწორი იქნება. თუმცა, ვართ დარწმუნებულები, რომ პრინციპულად მოვახერხებთ იმ შედეგის გამეორებას, რაც 2017 წელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გვქონდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა. ანუ ადგილობრივი თვითთმმართველობის შედეგებს. არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img