Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ორგანიზატორი, სოფო ჭყონიას თქმით, მოდის სახლმა სვანეთში გადაღებები ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო გააუქმა.
“მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ, სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!” – წერს სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში.