26.11.2024

საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 419 534-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.78 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.35 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა – 517, იმერეთი – 315, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 157, კახეთი – 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი – 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img