22.11.2024

გამომცემლობა ინტელექტი – ჩვენი ავტორების გადაწყვეტილებით, ლიტერადან ყველა წიგნი მოიხსნა

გამომცემლობა ინტელექტმა, ავტორების გადაწყვეტილებით, ლიტერატურული პრემია “ლიტერადან” გამომცემლობის ყველა წიგნი მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა ინტელექტი ავრცელებს.

“ჩვენი ავტორების გადაწყვეტილებით, გამომცემლობა ინტელექტმა პრემია ლიტერადან ყველა წიგნი მოხსნა!” – წერს გამომცემლობა. 

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

რუსუდან რუხაძე, „სიყვარულის წონა“

გურამ პეტრიაშვილი, „კაცი და მისი უცნაური პიანინო“ 

წლის საუკეთესო რომანი:

რატი მუჯირი, „მ@ილები ავღანეთზე“

ბექა ქურხული, „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“

TORESA MOSSY, „ორდროშობანა“

საბა სავანელი, „ბინიტა. გზა უკაცრიელი“ 

ჯაბა ზარქუა, „ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი“

ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“

ნინო სადღობელაშვილი, „დაბადების დღე“

თეონა დოლენჯაშვილი, „ჩიტი არ გამოფრინდება”

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

ნათია გიორგაძე, „ხმის მატარებელი“

თემურ ელიავა, „საქანელა“ 

ბელა ჩეკურიშვილი, „ნანას ცხენი“

ბესიკ ხარანაული, „ეჰ, ბესარიონ“

ბესიკ ხარანაული, „ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს“ 

ეკა ქევანიშვილი, „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ 

ირმა შიოლაშვილი, „ოქტომბერი“

გიორგი შონია, „რობოტების ყვავილები“

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

ზვიად კვარაცხელია, „დარეკე! დაუბარე!“

ელიზბარ ელიზბარაშვილი, „ქიმიური რე-აქციები“

ვახტანგ ჯავახაძე, „გალაკტიონის გარეშე“ 

ციცი გაბესკირია, „ჰეი, თქვენ, დემოკრატებო!“

ბესიკ გვაზავა, „ბიზნესის ჰუმანიზაცია“

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თეონა ჭანიშვილი, „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ 

თეონა ჭანიშვილი, „ამბავი ლილე იროელისა“

თეონა ჭანიშვილი, „ცხოველების კარ-მიდამო“

თეონა ჭანიშვილი, „მანცხვარკარი“

თაკო ბაქრაძე, „კაცი და მისი უცნაური პიანინო“

თამაზ ჩხაიძე, „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“ 

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინო სამყურაშვილი, „ჯავშანი“

ნანა აბულაძე, „აკუმი“ 

დავით ქაშიაშვილი, „მორნიბიე კაჰ“ 

ირინა ტაბაღუა, „ტელეფას ცხვარი“

მიშა ანდღულაძე, „ნადგომი წყალი“

თენგიზ პაჭკორია, „აჩქარებული პულსი“ 

თამარ არდიშვილი, „დიოფიტები“

თინა ჭილაძე, „თამაზთან და ოთართან ერთად“

ელენე კვირკველია, „წყვეტა“

გუგა ჩხიკვაძე, „წითელი კლავიშები“

გიორგი აბდუშელიშვილი, „წმინდა ლახვარი”

საბა სავანელი, „კაცი წნეხის ქვეშ“ 

კოკა წულაია, „გლდანის ციხის დღიური“

ცნობისათვის, ლიტერატურული პრემია ლიტერა 2015 წლიდან არსებობს. წელს პირველად ლიტერატურული პრემია ლიტერას ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. 

ლიტერატურული პრემია ლიტერა ჟიურის 4-მა წევრმა და კონკურსანტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს მიერ დანიშნული წარმომადგენელი დარჩა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img