22.11.2024

თენგიზ ცერცვაძე – ორჯერ ვაქცინირებულ პაციენტებს დაავადება იოლად გადააქვს და არცერთი სასიკვდილო შემთხვევა არ დაფიქსირებულა

როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება და არცერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ნუ ჩავიციკლებით „ფაიზერზე“. ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველა ვაქცინა კარგია. როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება. არცერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ჩინური წარმოების ვაქცინებით აცრილებს უფრო ცუდი შედეგები აქვთ, ვიდრე სხვა ვაქცინებით ვაქცინირებულებს. ასე, რომ ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით. მანამდე კი სანამ ვაქცინაცია თავის შედეგს არ გამოიღებს და ეს 2-3 თვის შემდეგ იქნება, მანამდე მასიურად ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img