26.11.2024

ვახტანგ გომელაური ჩანაწერებზე – კარგი იქნება რომ მომისმინონ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ

კარგი იქნება რომ მომისმინონ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ,- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას – რჩება თუ არა განცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასაც უსმენს.

გომელაურის თქმით, მას არანაირი შეგრძნება არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ უსმენენ. მინისტრმა უარყო ფარული მოსმენების შესაძლებლობა და განაცხადა, რომ მსგავსი დოკუმენტის გაკეთება, რომელიც გუშინ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, მასაც შეუძლია.

„შემიძლია გავაკეთო მილიონობით დოკუმენტი და გამოვდო, ეს არ არის ოფიციალური. ამაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას. დეტალებში ჩასვლა, მე ვთვლი, რომ ზედმეტია ჩემი მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ფურცელი წაიკითხა ნიკა გვარამიამ, ეს ოფიციალურია და ნამდვილია თუ არა მე როგორ უნდა დავადასტურო? ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ თუ გამოსაძიებელი იქნება. არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ მე,“- განაცხადა გომელაურმა.

შეგახსნებეთ, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. კერძოდ, გუშინ, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, როგორც თავად აღნიშნა, სუს-დან მოპოვებული კრებსი. გვარამიას ინფორმაციით, ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img