24.11.2024

თამარ გაბუნია – პირბადის გამოყენება როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეში, მკაცრად რეკომენდებულია

„დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება არის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც, აქამდეც გასცემდა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სადაც შესაძლებელია, ყველგან დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას. რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს, თუ მოქალაქემ თავად არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სანქციები, უბრალოდ, ფორმალობაა. სტანდარტი ერთია. სანქციონირებას ყველა თანაბრად ექვემდებარება. შრომის ინსპექტირების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები ამაზე ერთად მუშაობენ.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომლებიც უკვე დაწესებულია, აღსრულდეს. დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე. ასევე, მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით. პირბადე არის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება, ამდენად ყველა მოქალაქესთან ჯანდაცვის სექტორს აქვს რეკომენდაცია – მისი გამოყენება როგორც გარე, ასევე, დახურულ სივრცეში მკაცრად რეკომენდებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img