„ჩვენ არასდროს არ ვენდობოდით „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ადგილზე ჩატარებულ კვლევებს“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს IRI-ს და NDA-ს, თუმცა, მისივე თქმით, ორგანიზაციების მიერ აქ, ადგილზე წარმოებული კვლევა „ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს“.
„არავითარი ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ს და არც NDI-ს მიერ დაკვეთილი კვლევები, ვინაიდან, მათ მიერ დაკვეთილი და შესრულებული ადგილზე სამუშაოები ტარდება ნაცმოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ყველაზე მთავარი კვლევა, ეს არჩევნების დღეა“:
„ყველაზე მთავარი კვლევა, ეს არის არჩევნების დღე. არჩევნების დღე დავნიშნეთ 2 ოქტომბერს. ყველას მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ, დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდეს შემდგომი წლები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.