22.11.2024

“თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცულ თანაშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.

ამ წუთებში კი, “თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები ხელმძღვანელობას საშუალებას არ აძლევენ ტრანსპორტით ქალაქში დასუფთავების სამუშაოები გააგრძელონ.

როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები აცხადებენ, დასუფთავების მანაქანებს ქალაქში გასვლის საშუალებას არ მისცემენ, რადგან მათი მოთხოვნა ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილებულა.

“არც ერთი მანქანა არ გავა, სანამ არ მოგვცემენ ღირსეულ ხელფასს და არ დაგავაფასებენ. მხოლოდ სიტყვით გვაფასებენ, ეს ყველაფერი ხელფასზე უნდა აისახოს. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, გაფიცულები ვიქნებით”, – აცხადებს აქციის მონაწილე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img