23.11.2024

მწერლების ნაწილი აცხადებს, რომ წულუკიანისადმი წერილზე ხელმოწერა მათთან არ შეთანხმებულა

მწერლების ნაწილი აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ გაგზავნილი წერილი მათთან არ შეთანხმებულა, შესაბამისად არც ხელი მოუწერიათ მასზე. 

მწერალთა აკედიის სახელით გამოქვეყნებულ წერილში მწერალღა სახლი და მისი წევრები “სააკაშვილის ბორდად”, “ბორდელად” და “გუგულის ბუდეში ჩასხმული ყვავის წიწილებად” არიან მოხსენიებულნი. 

წერილის ერთ-ერთი “ხელმომწერი” ელდინო საღარაძე ამბობს, რომ ამის შესახებ მხოლოდ ახლახან გაიგო. მისივე თქმით, წუხილი გამოთქვა ლერი ალიმონაკმა, რომელიც, ასევე, ხელმომწერებშია მოხსენიებული. ორივე მათგანი კავშირს ტოვებს. 

“გაოგნებული ვარ. კობა არაბულის ნიჭიერებისა და პატრიოტობის ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მაგრამ ამას არც ნიჭიერება ჰქვია და არც პატრიოტობა. სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ ბატონ კობა არაბულის, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე! შეურაცხყოფილი ვარ. სულ მცირე, რაც მიმართვის ავტორს უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ ხელის მომწერებს შეთანხმებოდა”, – აღნიშნავს საღარაძე. 

წერილში მოხსნიებული ჯუბა ღებელი ამბობს, რომ მიმართვის შესახებ არაფერი იცოდა:

“მიუხედავად იმისა, რომ მწერალთა ეროვნული აკადემიის მიერ გამოქვეყნებული წერილის შესახებ არაფერი ვიცოდი და ბოლო ჟამის საქართველოში სიძულვილის ენით საუბარს თუ ყოველგვარ დაპირისპირებას ვემიჯნები, მაინც უნდა ვთქვა, რომ ბევრი რამე არაა დალაგებული ამ დარგში და რომ წერილში წამოჭრილი საკითხები პრობლემატურია”. 

პოეტი ტარიელ ხარხელაური აცხადებს, რომ მწერალთა კავშირს ტოვებს. იგი აღნიშნავს, რომ მწერლებმა საერთო ენა ვერ გამონახეს, რის გამოც დაპირისპირებული მხარეები წარმოიქმნა. 

“საერთოდ წინააღდეგი ვარ ყოველგვარი გაერთიანების წევრობისა, რომელიც ხელს უწყობს ქართული მწერლობის რაიმე მხარეებად დაყოფას და ეროვნული მწერლობის დაკნინებას. ორივე მხარეს დგანან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია და რომელთაც ყოველგვარ კავშირზე თუ გაერთიანებაზე მაღლა ვაყენებ… ტახტზე ფიქრია იოლი – დავითობაა ძნელი!” – აღნიშნავს პოეტი. 

formulanews.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img