27.11.2024

ეკატერინე ტიკარაძე – ქვეყანაში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარქაძის განცხადებით, რთული ეპიდვითარება ჰოსპიტალურ სექტორზე ნათლად აისახება და ქვეყანაში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია.

“დღეს-დღეობით საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე ეს ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე ნათლად აისახება, ვინაიდან, არის საწოლფონდის სერიოზული დეფიციტი. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს. ჩვენ ასევე ჩვენი ყველა სსიპ-ის დახმარებით აქტიურად ვართ ჩართული პაციენტების ნაკადების მართვაში. დღეის მდგომარეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ არც ერთი პაციენტი ექიმის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება. დღეს საბჭოზე ვიმსჯელეთ, სადაც წარდგენილი გვქონდა მრავალი სახის რეგულაციის რეკომენდაცია. საბჭომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, დღეის მდგომარეობით გამკაცრებულიყო და დაწესებულიყო რეგულაციების ის ჩამონათვალი, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. გასათვალისწინებელია,რომ თითოეული რეგულაციის დაწყებიდან საშუალოდ ათი დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება ასახვა ეპიდვითარებაზე. საჭიროა მოვლენებს დაველოდოთ. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას და ეპიდვითარებაზე დაკვირვებას. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს დამატებითი თხოვნით მივმართავთ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img