23.11.2024

აშშ-ის დაზვერვა – თალიბანს ქაბულის აღება 3 თვეში შეუძლია

ამერიკის ხმა

თალიბ მებრძოლებს ავღანეთის დედაქალაქის იზოლაციაში მოქცევა ერთი თვის მანძილზე შეუძლიათ. ქაბულზე კონტროლის მოპოვება კი არ არის გამორიცხული, სულ 3 თვეში მოხდეს. აღნიშნული ინფორმაცია, ანონიმურობის შენარჩუნების პირობით, “როიტერს” ამერიკის თავდაცვის ოფიციალურმა პირმა მიაწყოდა, შეერთებული შტატების დაზვერვის ცნობებზე დაყრდნობით.

თალიბანი ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. ისინი ახლა 11 რეგიონულ დედაქალაქში არიან, აქედან 8 კი ბოლო 6 დღეში დაიპყრეს. ისლამისტები ახლა ქვეყნის 65%-ს აკონტროლებენ.

სამშაბათს ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ჯარების საბოლოო გაყვანასთან დაკავშირებით. პროცესი მისი წინამორბედის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს დაიწყო. ბაიდენის თქმით, ამერიკამ ავღანეთში 20 წლის მანძილზე ტრილიონზე მეტი დოლარი დახარჯა. ახლა კი “ავღანეთის ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და იბრძოლონ საკუთარი თავის და საკუთარი ქვეყნისთვის.“

ქვეყნიდან შეერთებული შტატების და ნატოს მოკავშირეთა სამხედრო ძალების გასვლის პარალელურად, დღეს ავღანეთში თალიბებმა კიდევ ერთი პროვინციული დედაქალაქი, ფაიზაბადი დაიკავეს. ავღანეთის მთავრობის უსაფრთხოების ძალებმა ფაიზაბადისთვის მიმდინარე ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხება განიცადეს და მეზობელ პროვინციაში დაიხიეს უკან. ინფორმაცია “როიტერს” ქალაქის საბჭოს წევრმა მიაწოდა.

ფაიზაბადი ავღანეთის ჩრდილოეთში ყველაზე დიდი ქალაქია. ის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ბადახშანის დედაქალაქს წარმოადგენს. ბადახშანი ქაბულისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროვინციაა, ის ტაჯიკეთს, პაკისტანს და ჩინეთს ესაზღვრება.

თალიბებმა 6 დღეში 8 რეგიონული დედაქალაქი დაიპყრეს

ავღანეთში თალიბანი კიდევ უფრო დაწინაურდა. ქვეყნიდან შეერთებული შტატების და ნატოს მოკავშირეთა სამხედრო ძალების გასვლის პარალელურად, თალიბებმა კიდევ ერთი პროვინციული დედაქალაქი, ფაიზაბადი დაიკავეს.

ავღანეთში თალიბანი კიდევ უფრო დაწინაურდა. ქვეყნიდან შეერთებული შტატების და ნატოს მოკავშირეთა სამხედრო ძალების გასვლის პარალელურად, თალიბებმა კიდევ ერთი პროვინციული დედაქალაქი, ფაიზაბადი დაიკავეს.

ეს ბოლო 6 დღის მანძილზე, რიგით მე-8 პროვინციული დედაქალაქია, რომელსაც ავღანეთის მთავრობის უსაფრთხოების ძალები ვეღარ აკონტროლებენ. მათ ფაიზაბადისთვის მიმდინარე ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხება განიცადეს და მეზობელ პროვინციაში დაიხიეს უკან. ინფორმაცია “როიტერს” ქალაქის საბჭოს წევრმა მიაწოდა.

ფაიზაბადი ავღანეთის ჩრდილოეთში ყველაზე დიდი ქალაქია. ის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ბადახშანის დედაქალაქს წარმოადგენს. ბადახშანი ქაბულისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროვინციაა, ის ტაჯიკეთს, პაკისტანს და ჩინეთს ესაზღვრება.

თალიბები ახლა ავღანეთის, დაახლოებით, 65 პროცენტს აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მათ ჯამში 11 პროვინციული დედაქალაქი დაიკავეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img