გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თანამდებობის დატოვების შემდეგ პენსიის სახით 15 ათას ევროს მიიღებს. შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის გადასახადების გადამხდელთა კავშირმა გაავრცელა. მათი თქმით, მერკელის პენსია განისაზღვრება მისი სამუშაო სტაჟით ბუნდესტაგში, მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე.
კანონის მიხედვით, ბუნდესტაგის დეპუტატს აქვს უფლება, პენსიის სახით ხელფასის 65% მიიღოს, რადგან საკანონმდებლო ორგანოში მისი სამუშაო სტაჟი 31 წელს აღწევს.
მერკელს, ისევე, როგორც გერმანიის მთავრობის სხვა მეთაურებსა და პრეზიდენტებს, ექნება უფლება, ჰქონდეს ოფისი და ჰყავდეს რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის შეიძლება, იყოს ოფისმენეჯერი, ორი ასისტენტი, მდივანი და მძღოლი.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 25 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელი, რომელიც კანცლერის თანამდებობას უკვე 16 წელია, იკავებს, ამ პოსტზე კენჭს აღარ იყრის.