მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ევროპა ავღანეთიდან მიგრანტთა მისაღებად უნდა მოემზადოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა დავიდ სასოლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება.
სასოლის თქმით, უკანასკნელი მოვლენები, სავარაუდოდ, მიგრანტების რაოდენობას გაზრდის. მისი თქმით, ქვეყნის დატოვებას შეეცდებიან, უპირველესად ის ავღანელები, რომლებიც საერთაშორისო მისიებთან თანამშრომლობდნენ.
„ევროპამ უნდა უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. ევროკომისიამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრების მიერ მათ თანაბრად მიღებაზე“, – აღნიშნა მან.