შვედური მუსიკალური ჯგუფი ABBA 40-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალ ალბომს გამოუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ABBA-ს წევრის, ბენი ანდერსონის ინფორმაციით, ჯგუფის ახალი ალბომი ნოემბერში გამოვა და იგი 10 კომპოზიციისგან შედგება.
„თავდაპირველად მხოლოდ ორი სიმღერა იყო, შემდეგ კი ვთქვით: იქნებ კიდევ რამდენიმე დავამატოთ?“ – განაცხადა ბენი ანდერსონმა.
2018 წელს ჯგუფის ოთხმა წევრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ახალი ნამუშევრების გამოშვებას გეგმავდნენ, თუმცა სიმღერის პრემიერა გადაიდო.
ABBA-ს ბოლო სტუდიური ალბომი 1982 წელს გამოვიდა.