25.11.2024

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი – ევროპაში ავღანელი ლტოლვილების ადგილი არ არის

ევროპაში ავღანელი ლტოლვილების ადგილი ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩეხეთის ლიდერის თქმით, სჯობს, “იპოვონ გამოსავალი, რომელიც მათ ავღანეთში დარჩენის საშუალებას მისცემს”.

„ერთი ვარიანტია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკება, როგორც წარსულში გავაკეთეთ, მაგრამ არა მგონია ეს კარგი გამოსავალი იყოს. უკეთესი ვარიანტი არის გამოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს ავღანელ ხალხს, ავღანეთში დარჩნენ,“- აღნიშნა ანდრეი ბაბიშმა.

2016 წელს ევროკავშირმა გააფორმა მიგრაციის ხელშეკრულება თურქეთთან, სადაც ანკარამ პირობა დადო, რომ ხელს შეუშლიდა მილიონობით, ძირითადად სირიელი, ლტოლვილის გაქცევას ევროპაში გარკვეული დაფინანსების სანაცვლოდ, რომელიც მას 3 მილიონზე მეტი ემიგრანტის განსახლებაში დაეხმარებოდა.

ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 18 მილიონ ევროს გაიღებს ავღანელების დასახმარებლად ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში. “ვეცდებით მათი ტანჯვა შევამსუბუქოთ, მაგრამ ვთანხმდებით, რომ 2015 წელი აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ უკანონო მიგრაციას წინააღმდეგები ვართ და შევებრძოლებით კონტრაბანდისტებს”,- აღნიშნა კურცმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img