24.11.2024

ქარელში, “მთავარი არხის” ოპერატორი “ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

ქარელში, “მთავარი არხის” ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.  მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს.

ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდება ოპოზიციასო თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?

ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება / Georgian Dream.” წერს ნიკა გვარამია

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img