“გირჩმა” თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ “სისხლიან ბანერზე” ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით “მოდი რეფერენდუმზე”.
სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც თბილისსა და სხვა ქალაქებში 17 სექტემბრის ღამით გამოჩნდა, დატანილია ოპოზიციის წარმომადგენელთა ფოტოები და წარწერა: “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”
ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბერს რეფერენდუმად განიხილავს.