22.11.2024

გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი? – განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს

რამდენიმე დღეა, ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე-12 კლასი 2023 წლიდან გაუქმდება. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მე-12 კლასის სახელმძღვანელოებმა შესაძლოა გრიფირება არ გაიაროს.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას? – მოხდება ბოლონიის ხელშეკრულების ანულირება, რაც ნიშნავს, რომ ატესტატს ევროპის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს; მე-11 და მე-12 კლასელების ერთდროულად გამოშვება უმაღლესებსაც უდიდეს პრობლემას შეუქმნის – ან ადგილები უნდა დაამატონ ან ბარიერი აწიონ; აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს რეპეტიტორების მოთხოვნის გაზრდას და ფასების გაძვირებასაც – მოთხოვნილების გაჩენისთანავე, საკუთარ მომსახურებას იმდენად დიდ ფასს დაადებენ, საშუალო ფენის წარმომადგენელი ოჯახები ალბათ ვერც შეწვდებიან… განათლების ექსპერტების აზრით, ეს გადაწყვეტილება განათლების სისტემაში მხოლოდ გარდატეხას კი არა, ისეთ ქაოსს გამოიწვევს, რომ მის დალაგებას წლები დასჭირდება (თუ საერთოდ დალაგდა).

გავრცელებული ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განმარტება გააკეთა და უწყების ცნობით, ინფორმაცია მე-12 კლასის გაუქმების შესახებ, არის ტყუილი და მსგავსი არაფერი იგეგმება!

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img