დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გაუადვილა ბრიტანელ მოგზაურებს საზღვარგარეთ გამგზავრება. ასევე, ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიაზე 47 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, მოგზაურებს დაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას euronevs-ი ავრცელებს.
11 ოქტომბრიდან აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს ინგლისში მოგზაურობისას სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
დიდი ბრიტანეთში შესვლაზე რეგულაციების შემსუბუქება იმ უცხოელებს შეეხებათ, ვინც დიდ ბრიტანეთში ავტორიზებული ვაქცინებითაა აცრილი (ასტრაზენეკა, ფაიზერი, მოდერნა და ჯონსონი და ჯონსონი).
ინგლისმა წითელი ნუსხიდან ამოიღო 47 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მონტენეგრო, ფილიპინები, ბრაზილია, ჩილე და სხვები.